მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის სიმულაცია
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 2026 წლის 26 ოქტომბერი
ამ გვერდზე წერია, რა პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ, რატომ, ვის გადაეცემა, რამდენ ხანს ვინახავთ და რა უფლებები გაქვს. ვმოქმედებთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით.
1. ვინ ამუშავებს მონაცემებს
მონაცემებთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზე ან მოთხოვნაზე იმავე ელფოსტაზე მოგვმართე.
2. რა მონაცემებს ვამუშავებთ და რატომ
- ანგარიში: სახელი, ელფოსტა, პაროლის ჰეში ან Google-ის ანგარიშის იდენტიფიკატორი, რეგისტრაციისა და ბოლო შესვლის დრო. ვიყენებთ ანგარიშის შესაქმნელად, შესასვლელად და მომსახურების მისაწოდებლად — ხელშეკრულების შესრულების საფუძველზე.
- უსაფრთხოება და სესია: სესიის ნიშნის ჰეში, IP მისამართი, ბრაუზერის აღწერა, მოქმედების ვადა და წარუმატებელი შესვლის მცდელობები. ვიყენებთ შესული სესიისა და ანგარიშის დასაცავად — მომსახურების შესრულებისა და უსაფრთხოების ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე.
- პირობების მიღება: შეთანხმების დრო და ტექსტის ვერსია, რათა დავადასტუროთ მოქმედი შეთანხმება. ეს ჩანაწერი ანგარიშის მომსახურებას უკავშირდება.
- პროგრესი და ცდები: ქალაქი, მარშრუტი, გამოცდის ან ვარჯიშის რეჟიმი, შედეგი, შეცდომები, თამაშის რუკაზე მათი მდებარეობა, მანძილი და დრო. ავტორიზებულ ანგარიშზე ეს მონაცემები შენი ისტორიისა და პროგრესისთვის ინახება — ხელშეკრულების შესრულების საფუძველზე.
- წვდომა და ჩუქება: ქალაქი, ჩანაწერში მითითებული თანხა, წყარო, თარიღი, წვდომის ვადა და ჩუქების ისტორია. საჭიროა წვდომის სამართავად, დახმარებისა და დავების განსახილველად — მომსახურების შესრულებისა და აღრიცხვის სისწორის ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე. შესყიდვის ჩანაწერი ბანკის ქვითრის ტოლფასი არ არის.
- თამაშში შესვლები: ქალაქი, მარშრუტი, რეჟიმი და დრო. სტუმრისთვის გამოიყენება შემთხვევითი ბრაუზერის ID-ის ჰეში; ავტორიზებული შესვლა უკავშირდება ანგარიშს. მიზანია გამოყენების შეჯამება და მომსახურების გაუმჯობესება — ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, მომხმარებლის უფლებების გათვალისწინებით.
- ტექნიკური დიაგნოსტიკა: მოწყობილობა, ბრაუზერი, გრაფიკული პროცესორის აღწერა, ეკრანის ზომა, გრაფიკის ხარისხი, FPS, კადრების დრო, შეფერხებები, ტექნიკური შეცდომების ტიპები და თამაშის კონტექსტი. ჩვეულებრივი ტექნიკური შეჯამება არ შეიცავს სახელს, ელფოსტას, ანგარიშის ID-ს ან რეალურ გეოლოკაციას. ვიყენებთ სტაბილურობისა და წარმადობის გასაუმჯობესებლად — ჩვენი ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე.
- ხარვეზის შეტყობინება და მიმოწერა: შენ მიერ მოწოდებული ტექსტი, სურვილისამებრ ფოტო, ქალაქი, მარშრუტი, რეჟიმი, თამაშის რუკაზე მდებარეობა და ბრაუზერის ტექნიკური მონაცემები. ავტორიზებული გამომგზავნის სახელსა და ელფოსტას ადმინი მოქმედი ანგარიშიდან ხედავს. მიზანია დახმარება და ხარვეზის გამოსწორება — მომსახურების შესრულებისა და სერვისის გამართულობის ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე.
- Google Analytics: მხოლოდ ცალკე თანხმობის შემდეგ — საიტის გვერდები, ვიზიტის წყარო და საიტის გამოყენების ივენთები. თანხმობაზე უარი თამაშს ან ანგარიშს არ ზღუდავს.
Google-ით შესვლა
Google-ისგან ვიღებთ სახელს, დადასტურებულ ელფოსტასა და ანგარიშის უნიკალურ იდენტიფიკატორს. Google-ის პაროლს ვერ ვხედავთ და მის წვდომის ტოკენებს არ ვინახავთ. ერთნაირი ელფოსტით ანგარიშებს ავტომატურად არ ვაერთიანებთ. შესვლის ერთჯერადი ჩანაწერი მოქმედებს 10 წუთი; Google-ით შექმნილი ანგარიშის წაშლამდე საჭიროა Google-ით ხელახალი დადასტურება.
Google-ის მიერ მონაცემების დამუშავება აღწერილია მის კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.
საიტზე ბარათის ნომერს არ გთხოვთ და არ ვინახავთ. ხარვეზის ტექსტში ან ფოტოში ნუ გამოგზავნი პაროლს, საბანკო მონაცემებს ან სხვა არასაჭირო პირად ინფორმაციას. სტუმრის გამოცდის ცდების პირადი ისტორია არ იქმნება, თუმცა ქვემოთ აღწერილი შესვლები, დიაგნოსტიკა და შენ მიერ გამოგზავნილი შეტყობინებები ინახება.
3. ქუქი-ფაილები და ბრაუზერის მეხსიერება
- msim_session — აუცილებელი httpOnly, SameSite=Lax სესიის ქუქი; მაქსიმუმ 30 დღე, უმოქმედობისას 7 დღე.
- __Host-pd_google — Google-ით შესვლის დასაცავი აუცილებელი ქუქი; 10 წუთი.
- pdLang — ენის არჩევანი: ქუქი მაქსიმუმ 1 წელი, localStorage ჩანაწერი — წაშლამდე.
- moedani.play, moedani.character, moedaniQuality და moedani.keys.* — თამაშის პარამეტრები localStorage-ში, წაშლამდე.
- moedani.guest, moedani.nav და moedani.shell.* — დროებითი ნავიგაცია sessionStorage-ში, ჩანართის დახურვამდე.
- pd.guest.v1 — შემთხვევითი ბრაუზერის ID localStorage-ში, წაშლამდე. ID იგზავნება სერვერზე; ბაზაში ინახება მხოლოდ მისი ჰეში. სხვა ბრაუზერი, მოწყობილობა ან მეხსიერების გასუფთავება ახალ სტუმრად ითვლება; ეს განსხვავებული ადამიანების ზუსტი რაოდენობა არ არის.
- pd.analytics.v1 — Google Analytics-ის არჩევანი localStorage-ში 180 დღით; pd.analytics.google.v1 — Google-ით შესვლის ივენთის დროებითი დაკავშირება sessionStorage-ში.
- _ga და _ga_* — Google Analytics-ის ქუქი მხოლოდ თანხმობის შემდეგ; მაქსიმუმ 90 დღე ბოლო ვიზიტიდან.
- ქალაქის ფაილები და მოდელები შეიძლება შენს მოწყობილობაში HTTP კეშითა და Service Worker-ის Cache API-ით დარჩეს, რათა განმეორებით ნაკლები ჩამოტვირთვა დაგჭირდეს. ინახება განახლებამდე, საიტის მონაცემების წაშლამდე ან ბრაუზერის მიერ გასუფთავებამდე. ეს არ არის ანგარიშის პაროლის საცავი.
ნებაყოფლობითი საიტის ანალიტიკა
Google Analytics ჩართულია მხოლოდ შენი თანხმობის შემდეგ. ვზომავთ გვერდების ნახვას, ვიზიტის წყაროს, ფასების ნახვას, შესვლისა და რეგისტრაციის შედეგს, სტუმრად დაწყებას და შეძენის მცდელობას. Google-ის ჩართული ავტომატური გაზომვა შეიძლება მოიცავდეს სქროლს, გარე ბმულებს, საიტზე ძებნას, ვიდეოს ან ფაილის ჩამოტვირთვას. ჩვენს ხელით მართულ ივენთებში არ ვაგზავნით სახელს, ელფოსტას, პაროლს, ფორმის შიგთავსს ან თამაშის შიდა მოქმედებებს. სარეკლამო პერსონალიზაციას არ ვიყენებთ.
არჩევანს შეცვლი გვერდის ბოლოში ღილაკით „ანალიტიკის არჩევანი“. უარის ან თანხმობის გაუქმებისას შემდგომი GA4 გაზომვა ჩერდება და მის ქუქიებს ვშლით. უკვე გადაცემული მონაცემები ავტომატურად არ იშლება; მათი შენახვა Google Analytics-ის პარამეტრებით განისაზღვრება.
GA4-ის არჩევანი არ მართავს ჩვენს საკუთარ ბაზაში თამაშში შესვლებისა და ტექნიკური დიაგნოსტიკის შენახვას. ეს მონაცემები ცალკე მიზნებისთვის მუშავდება და Google Analytics-ში არ იგზავნება. მათ დამუშავებაზე შეკითხვის, წინააღმდეგობის ან წაშლის მოთხოვნისთვის მოგვწერე საკონტაქტო ელფოსტაზე.
4. ვის გადაეცემა
- Vercel — საიტის ჰოსტინგი და მოთხოვნების გადამისამართება; Render — API სერვერი; Neon — მონაცემთა ბაზა.
- Cloudinary — სარეკლამო სურათები და შენი სურვილით გამოგზავნილი ხარვეზის ფოტო. ფოტო ზომის შემცირების შემდეგ იქ ინახება, ჩვენს ბაზაში კი მისი მისამართი და შეტყობინება რჩება. ფოტოს HTTPS მისამართით ნახვა შესაძლებელია ბმულის მცოდნე პირისთვისაც; ის ანგარიშის პაროლით დაცული ფაილი არ არის.
- Google — Google-ით შესვლისას ანგარიშის დასადასტურებლად და, ცალკე თანხმობის შემთხვევაში, Google Analytics-ისთვის.
- უფლებამოსილ ორგანოებს — კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. მონაცემებს არ ვყიდით.
5. მონაცემების გადაცემა სხვა ქვეყანაში
ჰოსტინგის, ბაზის, ფოტოების საცავისა და Google-ის მომსახურებები საქართველოს ფარგლებს გარეთაც ამუშავებს მონაცემებს. მონაცემების შენახვისა და მხარდაჭერის ადგილები დამოკიდებულია შესაბამის სერვისსა და მის კონფიგურაციაზე. საერთაშორისო გადაცემაზე ვრცელდება საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები; შესაბამისი მიმღებისა და გარანტიების შესახებ ინფორმაცია შეგიძლია საკონტაქტო ელფოსტით მოითხოვო.
6. შენახვა და ანგარიშის წაშლა
- ანგარიში, სესიები, პროგრესი და ანგარიშის ცდები — სანამ ანგარიში არსებობს; ანგარიშის წაშლისას ერთად იშლება. ამოწურული სესიები პერიოდულად იწმინდება.
- შესყიდვის ჩანაწერზე ანგარიშის პირდაპირი კავშირი წაშლისას უქმდება. ქალაქი, თანხა, წყარო, თარიღები და წვდომის ჩანაწერი რჩება მომსახურების აღრიცხვისა და შესაძლო დავებისთვის; კანონისმიერი შენახვის ვალდებულება, თუ არსებობს, შესაბამისი წესით მოქმედებს.
- ხარვეზის შეტყობინება და ფოტო — მოგვარებულად მონიშვნიდან 90 დღე; ახალი ან განხილვაში მყოფი შეტყობინება — მიღებიდან მაქსიმუმ 1 წელი. ხელახლა გახსნისას ისევ მიღების თარიღიდან დათვლილი ვადა მოქმედებს. პერიოდული გასუფთავება ვადაგასულ ფოტოსა და შეტყობინებას შლის; სერვერის ან საცავის შეფერხებისას წაშლის მცდელობა მეორდება მომდევნო გასუფთავებისას.
- ჩვეულებრივი ტექნიკური შეჯამებები — 30 დღის შემდეგ პერიოდულად იშლება. ცალკე ჩართული დამატებითი პროფილერის დიაგნოსტიკაში ბოლო 60 ანგარიში ინახება და ახალი ჩანაწერების დამატებისას ძველი იცვლება.
- თამაშში შესვლის დეტალური ჩანაწერები — 90 დღე. სტუმრის ბრაუზერის ჰეშით შედგენილი შეჯამება ისტორიული სტატისტიკისთვის რჩება; ბრაუზერის მეხსიერების გასუფთავება სერვერზე უკვე შენახულ შეჯამებას თავისით არ შლის.
- ანგარიშის წაშლა ავტომატურად არ შლის ხარვეზებს, ფოტოებს, თამაშში შესვლის ჩანაწერებსა და ჩუქების ისტორიას. მოქმედებს მათი საკუთარი შენახვის წესი; შეიძლება დარჩეს ძველი ანგარიშის ტექნიკური ID-ც. წაშლილი ანგარიშის მიმდინარე სახელი და ელფოსტა ადმინისთვის აღარ იტვირთება. ცალკე წაშლის მოთხოვნა გამოგზავნე საკონტაქტო ელფოსტაზე; განვიხილავთ მის მოცულობასა და კანონით გათვალისწინებულ გამონაკლისებს.
- მიმოწერა ინახება საკითხის გადაწყვეტისა და შესაძლო მოთხოვნის განხილვისთვის საჭირო პერიოდით. მომწოდებლების ტექნიკური ჟურნალების შენახვა მათი კონფიგურაციითა და წესებით განისაზღვრება.
7. უსაფრთხოება
- პაროლი ინახება მხოლოდ ჰეშის სახით (argon2id) — არც ჩვენ ვხედავთ მას;
- კავშირი დაშიფრულია (HTTPS); სესიის ქუქი httpOnly-ია, ე.ი. მას გვერდის სკრიპტი ვერ წაიკითხავს;
- შესვლის მცდელობები შეზღუდულია და ანგარიში დროებით იბლოკება;
- ბაზასთან წვდომა მხოლოდ სერვისს და ადმინისტრატორს აქვს.
8. შენი უფლებები
კანონით შეგიძლია მოითხოვო:
- ინფორმაცია, მუშავდება თუ არა შენი მონაცემები და რა საფუძვლით;
- მონაცემებზე წვდომა და ასლის მიღება;
- არასწორი მონაცემის შესწორება, განახლება ან შევსება;
- დამუშავების შეწყვეტა, მონაცემების წაშლა ან განადგურება;
- დამუშავების შეზღუდვა (ბლოკირება);
- მონაცემების გადატანა (პორტაბელურობა) მანქანურად წაკითხვად ფორმატში;
- თანხმობის ნებისმიერ დროს გამოხმობა — იქ, სადაც დამუშავება თანხმობას ეყრდნობა.
მოთხოვნას მოგვწერე contact@kemsilab.com-ზე. პასუხს გაგცემთ 10 სამუშაო დღეში; განსაკუთრებულ შემთხვევაში ვადა შეიძლება გაგრძელდეს კიდევ არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რაზეც მაშინვე შეგატყობინებთ.
ანგარიშს თვითონ წაშლი: „ჩემი გვერდი“ → „ანგარიში“ → „ანგარიშის წაშლა“. ცალკე დარჩენილ ჩანაწერებზე ვრცელდება მე-6 პუნქტი.
9. ავტომატური გადაწყვეტილებები
შენზე ავტომატიზებულ დამუშავებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ და პროფილირებას არ ვახდენთ. გამოცდის შედეგს სიმულაცია ითვლის წესების მიხედვით და მას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება.
10. პოლიტიკის ცვლილება
ცვლილებისას ახალი რედაქცია ქვეყნდება ამ გვერდზე, განახლების თარიღით. არსებითი ცვლილების შესახებ შეგატყობინებთ საიტზე ან ელფოსტით.
11. საჩივარი
თუ მიგაჩნია, რომ შენი მონაცემები კანონის დარღვევით მუშავდება, შეგიძლია მოგვმართო ჩვენ ან პირდაპირ ზედამხედველ ორგანოს — სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომელსაც 2026 წლის 2 მარტიდან გადაეცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ფუნქციები. ასევე გაქვს სასამართლოსთვის მიმართვის უფლება.
იხილე აგრეთვე: მომსახურების პირობები · გადახდა და თანხის დაბრუნება · კონტაქტი.